თეგებით ძიება

910 წყლის კუ საქართველოდან თურქეთში კონტრაბანდულად შეჰქონდათ

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, სარფის საბაჟოზე  655 ათასი თურქული ლირის ღირებულების 910 წყლის კუ აღმოაჩინეს, რომელიც ფარულად, კონტრაბანდულად შეჰქონდათ საქართველოდან თურქეთში.

ინფორმაციას თურქული გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს. 910 წყლის კუ მებაჟე ოფიცრებმა ავტომობილის სკანირებისას აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, კუების ამ რაოდენობის საბაზრო ღირებულება 655 ათასი ლირაა (51 ათასი ლარი). ფაქტს ხოფის პროკურატურა იძიებს.

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა