104 წლის ქალმა დაბადების დღე ციხეში აღნიშნა
ნიუ-იორკში ციხის თანამშრომლებმა მოხუცებულთა სახლის 104 წლის ბინადარს ოცნება აუსრულეს და ციხის დათვალიერების უფლება მისცეს - ამის შესახებ პორტალი NYup.com წერს.
ქალბატონმა ლორეტამ აღიარა, რომ ციხის დათვალიერებაზე დიდი ხანია, ოცნებობს, ამიტომ მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ლივინგსტონის ოლქის ციხის თანამშრომლებმა დაბადების დღის ციხეში აღნიშვნა შესთავაზეს.
მოხუც ქალბატონს ჯერ ყავითა და ნამცხვრებით გაუმასპინძლდნენ, შემდეგ კი ციხე დაათვალიერებინეს. ლორეტას აჩვენეს მონიტორები, სადაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოჩანს.
მოგვიანებით ციხის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ექსკურსიის დროს ლორეტასთან ერთად ბევრი იცინეს და მშვენივრად გაერთნენ. ციხის უფროსმა მოხუც ქალბატონს დღეგრძელობის საიდუმლოს გამხელა თხოვა და პასუხად მიიღო, რომ სხვის საქმეში ცხვირი არასოდეს უნდა ჩაყოს.