თეგებით ძიება

ბაჩო ქაჯაია და ანა ტყებუჩავა სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა

მსა­ხი­ო­ბე­ბი, ბაჩო ქა­ჯა­ია და ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა სა­სა­მარ­თლომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვად ცნო და 5000-5000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ნინო ენუ­ქი­ძემ მი­ი­ღო. ბაჩო ქა­ჯა­ი­ას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სა­ხით 5000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­სულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ჯა­ი­ამ შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი და­არ­ღვია და გზა ხე­ლოვ­ნუ­რად იმ დროს გა­და­კე­ტა, როცა ამის­თვის ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი არ იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას, შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის დროს გან­მარ­ტავ­და, რომ გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბო­და, თუ რო­გორ იდგა ტყე­ბუ­ჩა­ვა გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე და გზას რო­გორ კე­ტავ­და. უწყე­ბის იუ­რის­ტი მსა­ხი­ო­ბის სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო­ბას ითხოვ­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა