თეგებით ძიება

უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია - მარია ზახაროვა

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ჩვენს უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის და მთელი ევროპისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, „კიევის ნატო-ში მიღებაზე უარის თქმა ახლა საკმარისი არ არის“.

„ალიანსმა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირებები უნდა უარყოს, რომელიც მომავალში უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანების გარანტიას უზრუნველყოფდა“, - აღნიშნა ზახაროვამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა