თეგებით ძიება

„ამ პერიოდში თუ ცუდად ან დადებითად წავა საქმეები, ეს არ იქნება შემთხვევითი“ - ასტროლოგი მზის თევზების ნიშანში გადასხვლაზე

ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სციალურ ქსელში მორიგ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ასრულებს უკვე მზე ნელ-ნელა თავის ციკლს, ხოლო დღეს შუა დღის საათებში სრულად გადაინაცვლებს თევზების ნიშანში, რაც წრიული ბრუნვის ბოლო არეალია. 

საგულისხმოა ისიც, რომ თებერვლის მეორე ნახევარი და მიწურული მეტად მნიშვნელოვანი სიახლეებით შემოდის. სულ მალე თებერვლის 24 რიცხვში პლანეტა მარსი გაასწორებს თავის სამოძრაო ფაზას. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 79 დღის განმავლობაში, ეს უკანასკნელი, რეტროგრადული იყო, ახლა ასწორებს კურსს, რაც სასიხარულოა. 

მარსი, 6 დეკემბრიდან უკუსვლით მოძრაობდა, თანაც კირჩხიბის ნიშანში, ამან განაპირობა კიდეც ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც ეროვნული ინტერების წინა ხაზზე დაყენება. საჯარო გამოსვლები, დაძაბულობები, კირჩხიბი სუვერენულ პროცესებს მართავს, სხვადასხვა საქმეებშიც მუხრუჭი და შენელებული მოქმედებები შეინიშნებოდა. მარსის გასწორებას და დირექტულობას  დადებითი ელფერი და მუხტი მოყვება. 

ყველაზე მეტად, რაც უნდა გავითვალისწინოთ, 20 აპრილამდე მაინც, პრინციპში, მკაფიოდ, სანამ მზე მოძრაობს თევზების ნიშანში და ამას დაემატება პლანეტა ვენერას ამბებიც, რაზეც სხვა პოსტში ვისაუბრებ, ესაა ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიაქციეთ ყურადღება ინფექციურ დაავადებებს, აგრეთვე ინტოქსიკაციის, გაციების, ვირუსული და ალერგიული ფონის მომატების რისკია მაღალი! 

კარგი დროა ექიმთან ვიზიტისთვის, სულიერი და ფსიქოლოგიური სეანსებისთვის, მარხვისთვის, ლიტერატურული და ხელოვნური მასტერკლასებისთვის, საქმეებისა და მოლაპარაკებების დასრულებისთვის! სტიქია, შეიძლება გამოიყოს წყალი, სითხე, როგორც სამკურნალოდ, ისე რელაქსისთვის! 

სანამ ცის კაბადონზე პლანეტა მარსსა და სატურნს შორის არის კარგი ტრიგონი, ეცადეთ რომ შეძლებისდაგვარად აქცენტი კონკრეტულ დეტალებზე შაჩეროთ და სისტემურ საკითხებზე იმსჯელოთ, დრო ურიგო არ გახლავთ! 

თევზები, ესაა მუტაბელური ფენის წარმომადგენელი, წყლის სტიქიის ბოლო, მესამე ნიშანი. დადებითად განვითარების შემთხვევაში, გამოირჩევა განვლილი 11 ნიშნის ანარეკლით, მისთვის ყველა სხვა ეტაპი უცხო ხილი ნამდვილად არ არის. ფსიქოტიპით მოწყალე, მომსმენი, მიმტევებელი, ბრძენი, უანგარო, სულიერი მოძღვარი ან კარგი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ასტროსოფი, კეთილსინდისიერი და პატიოსანი ნატურაა. თევზები ქრისტიანობის სიმბოლოა. 

ზოგადად, თავიდან ბოლომდე სულიერ საკითხებს კურირებს, ამიტომაცაა, რომ მარხვის დაწყების დროსაც კი მზე თევზების ნიშანს ემთხვევა. ეს, თითქმის სულ ასეა, ხოლო აღდგომა, როგორც ახალი სიცოცხლის წყარო ვერძის ენერგიაშია მოქცეული, რასაც კოსმიური ახსნაც აქვს. 

ისე, კიდევ საინტერესო ისაა, რომ ამ წამს, მთვარის აღმავალი კვანძი და პლანეტა ნეპტუნი შეერთებულები არიან ერთმანეთთან, რაც ერთგვარი ნიშანია კოსმოსიდან, რომ ზუსტად ახლა, ამ ხანებში, მაინც ყველაზე აქტიური ეს ასპექტი იქნება +-1 თვის მანძილზე, შემთხვევით არაფერი არ იქნება მომხდარი. 

თუ ვინმეს დასჭირდება დახმარება ან შეძლოთ თქვენ გაცემა, გაღება ან პირიქით, თავად მიიღოთ შველა, თუ გაიგებთ რაიმე სახის სამედიცინო შედეგებს, დიაგნოზსს, გაგიფუჭდებათ და გამოცვლით წყალგაყვანილობას, იზრუნებთ ვიზებზე, უცხოელებთან კონტაქტების დამყარებაზე, გაგიმძაფრდათ ინტუიცია, შეგრძნებები, გთხოვთ სული კვებას, მარხვას, რწმენით - ეკლესიურ ან ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს ან საპირისპიროდ, თუ დადებითად წავა ამ მხრივ საქმეები, ეს არ იქნება შემთხვევითი, ისედაც ხომ არაფერია შემთხვევით, თუმცა ახლა განსაკუთრებით! ამიტომ, ასეთ დღეებში, ამ მხრივ, როგორც მოიქცევით ან იქცეოდით - იმ რეზულტატს მიიღებთ! - წერს გიორგი ლობჯანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა