თეგებით ძიება

ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს

პოლონეთის კურორტ ბიატკა ტატრზანსკაში ფრისკი სლოუფსთაილის სახეობაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) შეჯიბრება გაიმართა.

ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრმა ნიკა ელოშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ასევე საქართველოს ნაკრების წევრმა ირაკლი ფხაკაძემ მესამე ადგილი.

ტურნირის გამარჯვებული პოლონელი ანტონ ქუკიერი გახდა.

ქართველი მოთხილამურეები შეჯიბრებაში საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა