თეგებით ძიება

ამერიკელმა ქალმა ბანკი წყლის პისტოლეტის დახმარებით გაძარცვა

აშშ-ში ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა ქალმა წყლის პისტოლეტის დახმარებით ბანკიდან 60 ათასი დოლარი გაიტაცა - ამის შესახებ New York Post (NYPost) იტყობინება.

შემთხვევა 2024 წლის ივლისში ქალაქ პრინსტონში მოხდა, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. 39 წლის სიარა ბრასკომი TD Bank-ის ფილიალში დაახლოებით ღამის 2 საათზე გამოჩნდა. ქალს სამედიცინო ნიღაბი და სათვალე ეკეთა და ბეისბოლის ლურჯი ქუდი ეხურა. სიარა ერთ-ერთ მოლარეს მიუახლოვდა და წერლი გადასცა, სადაც ფულს მოითხოვდა. ქალმა მოლარე გააფრთხილა რომ სიგნალიზაციის ჩართვის შემთხვევაში იარაღს გამოიყენებდა. 

მოლარემ მძარცველი საცავში შეიყვანა. სიარამ ფული აიღო  და ბანკი დატოვა. პოლიციამ ბანკის მძარცველი სექტემბერში იპოვა და დააპატიმრა. სიარას თქმით, ყაჩაღობა ფინანსური სირთულეების გამო ჩაიდინა. გარდა ამისა, ქალმა აღიარა, რომ ბანკის ძარცვა წყლის პისტოლეტით ჩაიდინა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა