თეგებით ძიება

პატარძალი საკუთარ ქორწილში გულის შეტევით გარდაიცვალა - სად მოხდა შემთხვევა?

პაკისტანელი პატარძალი საკუთარ ქორწილში გულის შეტევით გარდაიცვალა -  ამის შესახებ 24NewsHD წერს.

ტრაგედია კვირას, 16 თებერვალს მოხდა. ქორწილი ქალაქ ჭუნიანში, 20 წლის ალა რაკხის მამის სახლში გაიმართა. ზეიმის დასრულების შემდეგ ახალდაქორწინებულები ნათესავებთან ერთად ლაჰორში, საქმროს სახლისკენ გაემგზავრნენ.

გზაში ალამ წყალი მოითხოვა და თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. პატარძალი სახლის ნაცვლად, საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ გოგონა გზაში გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, მიზეზი გულის შეტევა გახდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა