თურქეთში არალეგალური ალკოჰოლის მიღების შედეგად 124 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში, არალეგალური ალკოჰოლის მიღების შედეგად, სულ მცირე 124 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით, რუსთავი 2 ავრცელებს.
მოქალაქეები მეთილის სპირტისგან დამზადებული სასმელით მოიწამლნენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სტამბოლში 70 ადამიანი გარდაიცვალა, 54 კი ანკარაში.
მედიის ცნობით, კიდევ 40 მოქალაქე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.
ოფიციალური მონაცემებით, 1993-2001 წლებში, თურქეთში მეთილის სპირტით მოწამვლის შედეგად, 271 გარდაცვალება დაფიქსირდა. 2002-2010 წლებში დაფიქსირდა 383 გარდაცვალება.
ადგილობრივი მედიის განმარტებით, მეთილის სპირტის შემცველი არალეგალური ალკოჰოლით გარდაცვალების შემთხვევები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშიც დიდი რაოდენობით ფიქსირდება.
არალეგალური ალკოჰოლით ინტოქსიკაციის საქმეზე, თურქეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.