„გზის გადაკეტვის დროს არ ვყოფილვარ იქ“ - საბა ბუაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს
"ძლიერი საქართველოს" წევრი, საბა ბუაძე გზის გადაკეტვის მოტივით 5 000 ლარით დააჯარიმეს.
როგორც ის წერს, პოლიციამ გააჩერა, შემდეგ კი უთხრა, რომ დაჯარიმებულია.
"ტელევიზიით პოლიციის კრიტიკის შემდეგ 5 წუთში პატრულმა გამაჩერა და 15 წუთია გაჩერებული ვყავარ და არც მეუბნებიან რატომ.
უნდა გადაგამოწმოთო
ნეტა კოვიდზე მამოწმებენ?
P.S. 11 თებერვალს გზის გადაკეტვისთვის გაჯარიმებთო 5,000 ლარით, ოღონდ იქ არ ვყოფილვარ მაგ დროს“ - წერს საბა ბუაძე.