თეგებით ძიება

„ყაზბეგის გამზირზე, კიდევ ერთი უსახლკარო მოხუცი, პირდაპირ ქუჩის სკამზე გარდაიცვალა, მე კიდევ ვწევარ იდიოტივით“ - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

სცნარისტი და საქველმოქმედო პროექტების ავტორი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩემმა ცუდად ყოფნამ არ შეიძლება რამე ცუდისკენ შეცვალოს და ახლა თქვენი დახმარება დაგვჭირდება❤️

 არასდროს გვითხოვია და კი იცით, რომ  ყოველ  შაბათს და კვირას 600 პურს, საჭმელ პროდუქტებს და წამლებს ვარიგებთ მოხალისეებიდან და სახლებში მიგვაქვს იმათთვის, ვისაც მოსვლა არ შეუძლია. ასევე ქუჩაში მცხოვრებთათვის, რომლებსაც პირდაპირ გარეთ სძინავთ.

🔴წუხელ ყაზბეგის გამზირზე, კიდევ ერთი უსახლკარო მოხუცი, პირდაპირ ქუჩის სკამზე გარდაიცვალა. მე კიდევ ვწევარ იდიოტივით, გული გახეთქვაზე მაქვს მართლა 😭

ტელეფონით უნდა ვაკეთო ახლა ყველაფერი და ვისაც შეგიძლიათ მოგვეხმარეთ რა, სანამ ავდგები და მე თვითონ გავაკეთებ ყველაფერს ❤️ ჩემი არყოფნა, ყველა ამათთვის იმდენხნიან შიმშილს ნიშნავს, რამდენი ხანიც ვიწვები და მომეხმარეთ რა, რასაც შეძლებთ.

ყველას მილიონი მადლობა თქვენ, ძალიან ბევრ რამეს აკეთებთ სხვებისთვის და ჩემთვის ❤️

🛑ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ - 

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

#GE90TB7603845061100016

PayPal - [email protected] 

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili - წერს აკა სინჯიკაშვილი. 

ცნობისთვის, სცენარისტი გუშინ დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა, მძიმე ტრამვა მიიღო და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა