აბსურდია ტრამპის მიერ ზელენსკისთვის დიქტატორის წოდება - ანალენა ბერბოკი
დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დიქტატორის წოდება აბსურდია - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რეალურ სამყაროს თუ შეხედავთ „ტვიტის“ გაგზავნის ნაცვლად, მაშინ გეცოდინებათ, ვის უწევს ევროპაში დიქტატურის პირობებში ცხოვრება: ხალხს რუსეთში, ხალხს ბელარუსში“, – აღნიშნა ბერბოკმა.
მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი მთავრობასთან ერთად იბრძვის საკუთარი დემოკრატიისთვის.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის დიქტატორი არჩევნების გარეშე და მან სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება.