თეგებით ძიება

„ბიბისი“ ბაქოში ოფისს ხურავს

„ბიბისი“ ბაქოში ოფისს ხურავს. როგორ მედიასაშუალებაში აცხადებენ, ოფისის დახურვის იძულებული გადაწყვეტილება მიიღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზეპირი მოთხოვნის მიღების შემდეგ.

ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი აზერბაიჯანში 1994 წლიდან მუშაობს. კორპორაცია წუხილს გამოთქვამს პრესის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ამ შემზღუდავი ნაბიჯის გამო.

„ბიბისი“ აცხადებს, რომ ბაქოში მისი ჟურნალისტების გუნდმა შეაჩერა მუშაობა განმარტებებამდე. მედიასაშუალებაში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანის მთავრობისგან წერილობითი განცხადება არ მიუღიათ და სხვადასხვა არხებით ცდილობენ განმარტებების მიღებას.

„ჩვენ ღრმად ვწუხვართ პრესის თავისუფლების წინააღმდეგ ამ შემზღუდავი ნაბიჯების გამო, რომელიც შეაფერხებს ჩვენს შესაძლებლობას, მივაწოდოთ აუდიტორიას ქვეყნის შიგნით და გარეთ აზერბაიჯანის შესახებ და აზერბაიჯანიდან“, – ნათქვამია „ბიბისის“ პრესსპიკერის განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა