თეგებით ძიება

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ მათ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.

როგორც უკრაინულ მედიას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკოფოროვმა განუცხადა, შეხვედრის შემდეგ პრესასთან ერთობლივი გამოსვლა ამერიკული მხარის სურვილით არ მოხდა.

„ამერიკული მხარის თხოვნით, შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს პროტოკოლურ გადაღებას და არ ითვალისწინებს განცხადებებს ან კითხვებს“, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

კიტ კელოგი კიევში 19 თებერვალს ჩავიდა. ის ასევე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა