თეგებით ძიება

ქუთაისის კლინიკაში, სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს - მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სასტიკად არის ნაცემი.

პაციენტს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში და კიდურებზე აღენიშნება. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მამაკაცმა შეიყვანა. მისი თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა