თეგებით ძიება

"დონალდ ტრამპი ჩემზე ამბობდა: სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი..." - მიხეილ სააკაშვილი

დონალდ ტრამპი ხუმრობდა, „კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა ამერიკაში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდა“. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს. ერთი ნაწილი ცდილობს ამისთვის ჩემს დასჯას იმისთვის, რაზეც მაქებდა დონალდ ტრამპი, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს ამის მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე! - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა

სააკაშვილის თქმით, ის იბრძოლებს საქართველოს გათავისუფლებამდე, რადგან დღეს სწორედ საქართველოს გათავისუფლების საკითხი დგას.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დაგვირგვინდება გამარჯვებით, საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი. როდესაც ვლაპარაკობთ ყველაზე წარმატებულ 9 წელზე, გავიხსენოთ დონალდ ტრამპი, რას ამბობდა. დღეს ბევრს იხილავთ დონალდ ტრამპის გამოსვლებს და განცხადებებს და გავიხსენოთ, რას ამბობდა ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს 2011-2012 წლებში საქართველოზე და ჩემზე. ის ამბობდა, „სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი, სააკაშვილი არის ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან, საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი“. დონალდ ტრამპი ხუმრობდა, „კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა ამერიკაში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდა“. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს. ერთი ნაწილი ცდილობს ამისთვის ჩემს დასჯას იმისთვის, რაზეც მაქებდა დონალდ ტრამპი, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს ამის მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე! თქვენ შეგიძლიათ ფიზიკურად გააგრძელოთ ჩემი განადგურება, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ ჩემი სულის გატეხას. მე ვიბრძოლებ ბოლომდე, ვიბრძოლებ გამარჯვებამდე. „ბოლომდე“ არ არის სწორი ტერმინი, „ბოლომდე“ - რის „ბოლომდე“? - ამ რეჟიმის ბოლომდე! საქართველოს გათავისუფლებამდე, დღეს დგას საქართველოს გათავისუფლების საკითხი. საქართველოს სჭირდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ეს უკვე შექმნილია. ძალიან საამაყო ახალგაზრდები არიან, ძალიან მაგარი იდეები აქვთ, ძალიან ბევრ მათგანთან ვარ კავშირში და კიდევ უფრო ბევრთან ვცდილობ კავშირის დამყარებას, მიუხედავად ყველანაირი შეზღუდვისა“, - განაცხადა სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა