ამბობენ, რატომ ელაპარაკებით რუსეთს? როგორ დავასრულოთ ომი, თუ რუსეთს არ დაველაპარაკებით? - აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ ვენსმა შეაქო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინაში ომის დასასრულებლად და განაცხადა, რომ ევროპაში მშვიდობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება.
ვენსმა ტრამპს გამოცდილი მომლაპარაკებელი უწოდა და აღნიშნა, რომ სწორად იქცევა, როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
„ისინი „ამბობენ: რატომ ელაპარაკებით რუსეთს? როგორ დავასრულოთ ომი, თუ რუსეთს არ დაველაპარაკებით? თქვენ უნდა ესაუბროთ ყველას, ვინც ომობს, თუ ნამდვილად გსურთ კონფლიქტის დასრულება. მე ვიცი, რომ პრეზიდენტს ეს სურს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ტრამპს სურს ევროპაში „გრძელვადიანი მშვიდობა“ დაამყაროს.
„პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია. მშვიდობა რუსეთის, უკრაინის, ევროპის და, რაც მთავარია, ამერიკელი ხალხის ინტერესებშია. ის ბოლომდე იბრძოლებს ამისთვის. და მე ნამდვილად მჯერა, რომ პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, ევროპაში მშვიდობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს“, - დასძინა ჯ.დ ვენსმა.