აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის გაყიდვა შეაჩერა - რომან კოსტენკო
უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანმა, რომან კოსტენკომ განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის გაყიდვა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ერთი საქმეა, როდესაც ისინი ფინანსურ დახმარებას გვიწევენ, ჩვენ კი ვყიდულობთ იარაღს. მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ის შეიარაღება, რომელიც აშშ-დან გაყიდვის მიზნით უნდა შემოსულიყო, შეჩერებულია. კომპანიები, რომლებიც მზად იყვნენ, იარაღი უკვე ხვალ გადაეცათ [ჩვენთვის], ახლა გადაწყვეტილებას ელოდებიან. იმედი ვიქონიოთ, რომ იარაღს მაინც მოგვყიდიან“, - განაცხადა კოსტენკომ.
მისი თქმით, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დიდი თანხები გამოყო, რომლითაც უკრაინას იარაღის შეძენა მთელ მსოფლიოში შეეძლო.