თეგებით ძიება

ტრამპი მესამე პრეზიდენტია, რომელმაც ისტორიული მაგიდის შეკეთება ბრძანა - ვინ არის წინა ორი?

დონალდ ტრამპმა ოვალური კაბინეტიდან ისტორიული, 145 წლის Resolute-ის მაგიდის გატანა ბრძანა მას შემდეგ, რაც ილონ მასკის შვილმა მასზე ცხვირიდან გამოღებული თითი გაუსვა.

New York Post-ის სტატიაში წერია, რომ ტრამპი "ძალიან ზიზღიანია" და მიკრობების ეშინია. გამოცემის ცნობით, მაგიდა "მცირედი რესტავრაციის" შემდეგ, ოვალურ კაბინეტში დაბრუნდება.

Стол РЕЗОЛЮТ (Resolute desk)

მუხის ხისგან დამზადებული რეზოლუტის მაგიდა დედოფალმა ვიქტორიამ აშშ-ის მე-19 პრეზიდენტს, რეზერფორდ ბირჩარდ ჰეისს 1880 წელს საჩუქრად გადასცა. მაგიდა, რომელიც 590 კილოგრამიანს იწონის ოვალურ კაბინეტში 1961 წელს დადგეს. 

Мебель для презедента общий вид(Resolute desk)

უილიამ ევენდონის მიერ შექმნილი მაგიდის რესტავრაცია, რომელზეც შეერთებული შტატების გერბია გამოსახული, ორჯერ შეაკეთეს. პირველად ამის გაკეთება ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს გახდა საჭირო, რადგან მაგიდა მისი ინვალიდის ეტლს მალავდა. მაგიდის ახალი პანელი 1944 წელს დამზადდა, მაგრამ მისი დამონტაჟება მხოლოდ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ, ჰარი ტრუმენის პრეზიდენტობის დროს მოხდა. მომდევნო რესტავრაცია რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს მოხდა. საქმე ისაა, რომ რეიგანი ოვალურ კაბინეტში საკუთარი სკამით მივიდა, რომელიც იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის მუხლები მაგიდას მიებჯინა. საბოლოოდ, მაგიდას სიმაღლე მოუმატეს და პრობლემა მოიხსნა. 

Резьба по дереву. Стол РЕЗОЛЮТ(Resolute desk)

Резьба по дереву. Resolute desk

Резьба по дереву. Классический стол Resolute

Резьба по дереву. Стол РЕЗОЛЮТ(Resolute desk)


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა