„დიდი და რთული ბრძოლა აქვს წინ და ზედმეტად პატარაა, იმისთვის რომ ამ ბრძოლაში მარტო დავტოვოთ“ - სანდრო ელოშვილი მიმართვას ავრცელებს
ჩვენს პატარა მეგობარს დიდი და რთული ბრძოლა აქვს წინ და ზედმეტად პატარაა, იმისთვის რომ ამ ბრძოლაში მარტო დავტოვოთ... -რეჟიორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
25 თებერვალი, საქართველოს გასაბჭოების დღის გარდა, ჩემი დაბადების დღეცა! თუმცა არც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, არც ჩემი შინაგანი და ემოციური მდგომარეობა ვერანაირ საზეიმო განწყობას ვერ მიქმნის.
დეპრესიული განწყობისთვის ბოდიშს მოვიხდი 🫣 და ამითაც ვერავის გაგაოცებთ, მაგრამ ვერც დავმალავ, ასე მგონია, მე ისეთი ოცნებები და სურვილები მაქვს, არც ასრულება უწერია და საერთოდაც სადღაც წარსულში დარჩა... უკან... გუშინ! 😞
სამაგიეროდ, აგერ... ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ახლობლად, ჩვენს გვერდით ცხოვრობს და ჩემზე ათასჯერ მეტად უყვარს სიცოცხლე, ჩემს სეხნიას, რვა წლის სანდროს! ❤
მაგრამ ერთი პატარა პრობლემა გვაქვს... რომელიც ისეთი უნამუსო რამეა, სანდროს ყველაზე დიდ ოცნებას ემუქრება, დედამიწაზე რომ იყოს, ჩვენს გვერდით! 🥹
სიმსივნე... 😡
ხოდა, უნდა ავდგეთ ახლა ჩვენ და დედა ვუტიროთ იმ უნამუსო რამეს!
თუ ვინმეს გინდათ მომილოცოთ... გაზიარებით მომილოცეთ!
თუ ვინმეს გინდათ რამე მაჩუქოთ... ფულად! ❤
მნიშვნელობა არ აქვს... ვისაც რამდენი შეგიძლიათ! 🙏
ჩვენს პატარა მეგობარს დიდი და რთული ბრძოლა აქვს წინ და ზედმეტად პატარაა, იმისთვის რომ ამ ბრძოლაში მარტო დავტოვოთ...
შვილებს გეფიცებით, ამ ომში გამარჯვება იქნება ჩემი ყველაზე ლამაზი დაბადების დღე! 🎈
#GE32TB7609945061600014 🔵 TBC
#GE54BG0000000161381454 🟠 BOG