თეგებით ძიება

რობერტ ფიცო ილონ მასკს შეხვდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ილონ მასკს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკურ მედიაზე დაყრდნობით იმედინიუსი ავრცელებს.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მასკი არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) დაკავშირებული საკითხები და შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას გაცვლიან.

ასევე, მოლაპარაკებები შეეხო დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ ახალ ტარიფებსა და გადასახადებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა