თეგებით ძიება

უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა

უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კერძოდ, საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

23 თებერვალი - ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი;

25 თებერვალი - თბილისი-ოზურგეთი;

25 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;

25 თებერვალი -ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;

25 თებერვალი -ბათუმი -ოზურგეთი-ბათუმი;

26 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;

26 თებერვალი - რიონი- ქუთაისი-რიონი;

„საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ”, - წერია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა