თეგებით ძიება

არ ვაპირებ 500 მილიარდის ვალის აღიარებას. არ ვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ აპირებს ხელშეკრულების აღიარებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას აშშ-ს წინაშე 500 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ექნება.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების პირობებს ვალის სახე აქვს, რომელიც უკრაინამ აშშ-ს უნდა გადაუხადოს.

„ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა 100 (მილიარდი დოლარი აშშ-დან) და არ ვაპირებ 500-ის [მილიარდი] აღიარებას, ვინც რაც არ უნდა თქვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვალად არ თვლის.

„არ ვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა