თეგებით ძიება

ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია - ვოლოდიმირ ზელენსკი

ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის „მზად იყო რუსებთან სამშვიდობო შეთანხმების დასასრულებლად ამ კვირაში“.

ამ კვირაში შეუძლებელია ომის დასრულება უკრაინისთვის გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, გულწრფელად არ ვიცი, როგორ შეიძლება, ეს დღეს გაკეთდეს ჩვენი შეხვედრების გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, თეთრი სახლის პრეს სპიკერმა, კაროლინა ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებში დარწმუნებულია და მეტიც - ფიქრობს, რომ ომს, რომელიც 3 წელია გრძელდება, მომდევნო კვირის ბოლომდე დაასრულებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა