ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს
გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი "ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი" ლიდერობს - ამაზე მეტყველებს ეგზიტპოლების შედეგები.
ბოლო მონაცემებით, მერცის ბლოკს ხმების 29 პროცენტი აქვს, ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, შოლცის "სოციალ-დემოკრატიულ პარტიას" კი 16 პროცენტი ერგო.
საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქვეყნის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალური "კავშირი-90"/"მწვანეები" 13.5 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე პარტიას 8.9 პროცენტი აქვს, მემარცხენე-პოპულისტური სარა ვაგენკნეხტის კავშირს – 4.7 პროცენტი, ხოლო "ლიბერალურ თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას - 4.9 პროცენტი.