თეგებით ძიება

"მომწერა "ნინო ნინოს" სახელით" -40 წლის მამაკაცი 13-14 წლის ბავშვებს პორნოგრაფიულ ვიდეოებს უგზავნიდა

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ცოტა ხნის წინ 40 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა, რომ­ლის მსხვერ­პლიც ათო­ბით ბავ­შვია და ინ­ტი­მურ კად­რებს, ვი­დე­ო­ებს და ფო­ტო­ებს სახ­ლში ინა­ხავ­და.

სე­რი­უ­ლი პე­დო­ფი­ლი, მსხვერ­პლს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეძებ­და, ბავ­შვებ­თან ნდო­ბა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, მათ სექ­სუ­ა­ლურ თე­მებ­ზე ელა­პა­რა­კე­ბო­და და პორ­ნოგ­რა­ფი­ულ ვი­დე­ო­ებს უგ­ზავ­ნი­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა თით­ქმის 5 წელს ით­ვლის.

“წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წერ­და არას­რულ­წლო­ვან პი­რებს, მათ შო­რის 13-14 წლის გო­გო­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის არის სე­რი­უ­ლი პე­დო­ფი­ლი“, - აცხა­დებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი კახა სო­სე­ლია.

კი­თხვა­ზე, მო­ა­ხერ­ხა თუ არა ბრალ­დე­ბულ­მა ვინ­მეს­თან შეხ­ვედ­რა, გა­მომ­ძი­ე­ბელ პა­სუ­ხობს, რომ “აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა არ შე­უძ­ლია.“

"კუ­რი­ე­რი P.S-მა" ერთ-ერთი მსხვერ­პლი ბავ­შვის ჩვე­ნე­ბა მო­ი­პო­ვა, რო­მელ­მაც პე­დო­ფილს მიზ­ნის მიღ­წე­ვა არ აცა­და და მის­გან თა­ვის დახ­სნა მა­ლე­ვე შეძ­ლო.

“14 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მომ­წე­რა “ნინო ნინო“-ს სა­ხე­ლით. პრო­ფი­ლად მე­ყე­ნა ფოტო, სა­დაც ჩან­და, რომ ბავ­შვი ვი­ყა­ვი. მან გა­მო­მიგ­ზავ­ნა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­დეო, გავ­ბრაზ­დი და ვუ­პა­სუ­ხე, რომ ჩემ­თვის აღა­რას­დროს მო­ე­წე­რა,“ - წე­რია ჩვე­ნე­ბა­ში.

გო­გო­ნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად უკვე ცნეს. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი კა­ცის ქმე­დე­ბა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში გარ­ყვნილ ქმე­დე­ბად შე­ფას­და.

პე­დო­ფილ­მა სხვა ბავ­შვე­ბის მა­ხე­ში გაბ­მა შეძ­ლო, მათ აი­ძუ­ლა, რომ ინ­ტი­მუ­რი ვი­დე­ო­ე­ბი გა­და­ე­ღოთ და მის­თვის გა­ეგ­ზავ­ნათ. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლის სახ­ლი­სა და მან­ქა­ნის ჩხრე­კი­სას, მო­ცუ­ლო­ბი­თი ფა­ი­ლე­ბი ამო­ი­ღეს. მი­მო­წე­რე­ბი ასო­ბით ბავ­შვთან და ქალ­თან, ასე­ვე - მსხვერ­პლთა ინ­ტი­მუ­რი კად­რე­ბი.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა