თეგებით ძიება

ჩვენი ვარაუდია, რომ ბრალი უნდა წაუყენონ „მტკვარი ჰესის“ საკითხზე - ადვოკატის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, 25 თებერვალს, 11:00 საათზე, გიორგი ბაჩიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

ადვოკატის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალს, სავარაუდოდ, „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წაუყენებენ.

„დაგვირეკეს ერთი საათის წინ და გვითხრეს, რომ 11:00 საათზე დაბარებული ვართ. გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული. ბრალი უნდა წარუდგინონ და მასალები გაგვიცვალონ. ჩვენი ვარაუდია, რომ ბრალი უნდა წაუყენონ „მტკვარი ჰესის“ საკითხზე, ვინაიდან, „მტკვარი ჰესი“ საქმიდანაა გამოყოფილი“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავონ, ადვოკატი აცხადებს: „არაფერს არ გამოვრიცხავ, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა