თეგებით ძიება

"შეძ­ლებთ თუ არა ზე­დუ­ბან­ში ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცი­ას?“ - გურიაში მოსახლეობას დახმარებას ითხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიდ­თოვ­ლო­ბაა. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა გუ­რი­ა­ში.

"შეძ­ლებთ თუ არა ზე­დუ­ბან­ში ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცი­ას? და­ვი­ჯე­რო, რომ არ არის ამ ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი ტრან­სპორ­ტი, რომ ხალ­ხი გა­იყ­ვა­ნოს სოფ­ლი­დან?", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ქა­ლა­ქე ლუკა ხო­მე­რი­კი და ფო­ტოს ქვეყ­ნებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე, ლალი ხო­მე­რი­კი წერს, რომ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი თოვ­ლით და­ფა­რუ­ლი ჭიშ­კრის მიღ­მა 89 წლის ქალი ცხოვ­რობს.

"ამ ჭიშ­კარს შიგ­ნით ცხოვ­რობს 89 წლის ქალ­ბა­ტო­ნი,ამ უბან­ში არის ჩვილ­ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი,ხან­დაზ­მუ­ლე­ბი,ადა­მი­ა­ნე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბით .უკვე რამ­დე­ნი დღეა არა აქვთ შუქი, იქ­მნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი საკ­ვებ­ზეც,კერ­ძოდ პურ­ზე,.. ღმერ­თის იმედ­ზეა და­ტო­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი, ტექ­ნი­კა არ არის რომ ამ თოვლს მო­ე­რი­ოს", - აღ­ნიშ­ნავს ლალი ხო­მე­რი­კი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა