ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაყინული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
"აჭარათაიმსის" ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, გაყინული, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
როგორც გამოცემას ქობულეთის მერიაში უთხრეს, მამაკაცი სახლთან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გურიაში, სოფელ კონჭკათში - 60 წლის კაცი მაშინ დაიღუპა, როდესაც მეზობელთან დასახმარებლად შევიდა, სახლი ჩამოინგრა და ის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა.
დასავლეთ საქართველო სტიქიას ებრძვის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გურიასა და აჭარაში.