თეგებით ძიება

დასავლეთ საქართველოს აბონენტების 8%-ს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება - რას აცხადებენ “ენერგო პრო ჯორჯიაში“?

ელექტრო­ე­ნერ­გია შე­ზღუდ­ვით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს აბო­ნენ­ტე­ბის 8%-ს მი­ე­წო­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “ენერ­გო პრო ჯორ­ჯია“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა გუ­რი­ა­ში.

“ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ამ“ გუ­რი­ა­ში და აჭა­რა­ში, და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კუ­რი ბრი­გა­დე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან, ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბი­დან მოკ­ლე დრო­ში მო­ა­ხერ­ხა.

ელექტრი­კო­სე­ბი ამ დრომ­დე აღ­ნიშ­ნულ ად­გი­ლებ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. თუმ­ცა, დიდ­თოვ­ლო­ბის გამო გზებ­ზე ტექ­ნი­კის გა­და­ად­გი­ლე­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. შე­დე­გად, და­ზი­ა­ნე­ბის ად­გი­ლე­ბამ­დე მის­ვლა ჭირს. ელექტრი­კო­სებს უწევთ ფე­ხით მი­უ­ახ­ლოვ­დნენ და­ზი­ა­ნე­ბულ ენერ­გო­ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და აწარ­მო­ონ აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბაც გარ­თუ­ლე­ბუ­ლია.

ამ დრო­ის­თვის, ელექტრო­ე­ნერ­გია შე­ზღუდ­ვით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს აბო­ნენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 8 % -ს მი­ე­წო­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა გუ­რი­ა­ში, სა­დაც აქ არ­სე­ბუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით, 28 % -ს (16 000 აბო­ნენტს) მი­ე­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია შე­ზღუდ­ვით.

ამ დრო­ის­თვის სტი­ქია უტევს ასე­ვე იმე­რეთს, გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს. “ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი აქაც გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას“, - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა