თეგებით ძიება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, უწყე­ბის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდ­თოვ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­სა­მე დღეა სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს.

რო­გორც შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 600-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი და ათე­უ­ლო­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კაა ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რის თოვ­ლის ბუ­რა­ნე­ბი.

"მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ამ დრო­ის­თვის, ურ­თუ­ლეს რე­ლი­ე­ფურ პი­რო­ბებ­ში ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს გა­უ­წი­ეს დახ­მა­რე­ბა და აჭა­რი­სა და გუ­რი­ის სხვა­დას­ხვა სოფ­ლი­დან, უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­და­იყ­ვა­ნეს მო­ხუ­ცე­ბი, ბავ­შვე­ბი და ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებ­დნენ.

ასე­ვე, უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­მო­იყ­ვა­ნეს, თოვლსა და ნამ­ქერ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ­თოვ­ლო­ბი­სა და ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო გა­და­ად­გი­ლე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებ­დნენ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი „112“-ში შე­მო­სულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეტა­პობ­რი­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ რე­ა­გი­რე­ბას.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი­სა და მგზავ­რთა უსაფრ­თხოდ და შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა უწყე­ბის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან, რო­გორც ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრა­ლებ­ზე, ასე­ვე, შიდა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ გზებ­ზე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფი აგ­რძე­ლებს სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას სხვა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას­თან ერ­თად“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა