თეგებით ძიება

ეს ჩემი უყურადღებობის შედეგია - დონალდ ტუსკი თხილამურებით სრიალის დროს დაშავდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თხილამურებით სრიალის დროს დაშავდა.

ამის შესახებ დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ყავარჯნებითაა.

როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, სამთო კურორტზე შვილიშვილებთან ერთად იყო და აპირებდა, მათთვის სრიალი ესწავლებინა.

„ორი დღე შვილიშვილებთან ერთად. ვაპირებდი, მათთვის თხილამურებით სრიალი მესწავლებინა“, – დაწერა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ, დისკომფორტის მიუხედავად, შვებულებაში გასვლას არ აპირებს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„მაგრამ მაქვს ერთი რჩევა: ფრთხილად იყავით ფერდობებზე, ვიცი, სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. შეამოწმეთ თქვენი თხილამურები, ეს ჩემი უყურადღებობის შედეგია. არ არის აუცილებელი პრემიერ- მინისტრის ყველა რჩევას მოუსმინოთ, მაგრამ ეს გულთან ახლოს მიიტანეთ“, – წერს დონალდ ტუსკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა