თეგებით ძიება

“დედაჩემი საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას, აპარატს ვერ რთავს უშუქობის გამო” - ბუკისციხეში შველას ითხოვენ!

დიდ­თოვ­ლო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში. დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი გარე სამ­ყა­როს არის მო­წყვე­ტი­ლი. სოციალური ქსელის  მომხმარებელი ნინი შარაშიძე “ჯგუფში – “მოხალისეები გურიისთვის” წერს, რომ მის მშობლებს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება.

“გამარჯობა, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხეში არის მამაჩემი ლოგინად ჩაწოლილ ონკოპაციენტ დედაჩემთან ერთად სახლში სრულიად მარტო. დედაჩემი საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას, აპარატს ვერ რთავს უშუქობის გამო. არ არის გზა გაწმენდილი. არ აქვს შუქი. ალბათ ტელეფონიც მალე დაუჯდება. თავად არის პადაგრით დაავადებული და ფაქტობრივად არ შეუძლია ხელების გამოყენება და დატვირთა. ვერ გათოლავს და გაწმენდს ვერაფერს. ფარეხი, რომელშიც მანქანა უყენია თუ ჩაინგრა მანქანა, რომელიც მისი და დედაჩემისთვის უმნიშვნელოვანესი ტრანსპორტია, დაზიანდება. სახლი სადამდე გაუძლებს არც ეგ ვიცი. სოფელში დენის ხაზები დაწყვეტილია. ვტოვებ მისამართს და იქნებ ვინმე მივიდეს დახედოს, საჭმელი, როგორც ვიცი ჯერ აქვთ, თუმცა…”,– წერს ნინი შარაბიძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა