თეგებით ძიება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მუხლუხოებიანი და სპეციალური საინჟინრო ტექნიკა ჩაერთო

გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის შესაბამისი ტექნიკა, კერძოდ, მუხლუხოებიანი და სპეციალური საინჟინრო ტექნიკა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამატებითი ტექნიკის ტრანსპორტირება ამ დრომდე გრძელდება.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების შესაბამისად ჩაერთო.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა. ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრას მართავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა