საქართველოს რკინიგზა კიდევ რამდენიმე რეისს აუქმებს - იხილეთ ჩამონათვალი
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი.
კერძოდ:
26 თებერვალი - № 802 თბილისი - ბათუმი;
26 თებერვალი - №803 ბათუმი - თბილისი;
26 თებერვალი - №870 თბილისი-ზუგდიდი;
26 თებერვალი - №873 ფოთი-თბილისი;
"მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მანამდე რკინიგზამ გააუქმა შემდეგი რეისები: 25 თებერვალი:№804 თბილისი-ბათუმი;№801 ბათუმი-თბილისი;№874 თბილისი-ფოთი;№869 ზუგდიდი-თბილისი.