თეგებით ძიება

არ შეშინდე ჩემო გურია!!!! - ზურაბ შევარდნაძე

დიდთოვლობამ გურიასა და აჭარაში პრობლემები შექმმნა. მოსახლეობა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. შექმნილ ვითარებას ცნობილი მებაღე, გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:

ბოლოს ასეთი თოვლი გურიაში 1985 წელს მოვიდა, მგონი უფრო მეტიც, ჭიშკრები და ღობეები საერთოდ გაქრა, ზემოდან გადავდიოდით. პირველ სართულზე ოთახებში ბნელოდა, ფანჯრებში შუქი აღარ შემოდიოდა. განსხვავება მაშინდელ და ახლანდელ თოვლიანობას შორის ისაა, რომ მაშინ სოფლები სავსე იყო ხალხით, ახალგაზრდა ჯანღონიანი კაცებით, ერთმანეთს ასწრებდნენ სახლების დათოლვას.. მაშინდელ გურიაში სოფლის სირცხვილად ითვლებოდა უპატრონობით, დაუთოვლაობით სახლის ჩაქცევა. ადამიანებსაც უფრო მეტი სურვილი და ძალა ჰქონდათ ერთმანეთის დასახმარებლად. არც საჭმელ- სასმელი გვაკლდა ასე მახსოვს.

 ჩემი დიდი, მარგალიტა ბებია იმ დიდი თოვლიანობის დროს გარდაიცვალა. 18 დღეს ვერ დავასაფლავეთ, საშველი რომ აღარ გამოჩნდა მთელი ჩვენი და მეზობელი სოფლის კაცები გამოვიდნენ, სასაფლაომდე გზა გაჭრეს და ძვლივსძლიობით დავმარხეთ მიცვალებული. გაზაფხულზე, თოვლი, რომ დადნა ბებიას გადასაფლავება მოგვიხდა რადგან არასწორად, ნაცვალაძეების საფლავებზე იყო დასაფლავებული არასწორად.

თოვა შეჩერდება, თოვლი დადნება და წავა, ისევ აყვავდება სათხილე.. ერთმანეთისთვის გაწეული დახმარება, გაწვდილი ხელი და თანაგრძნობის მაგალითები კი დიდხანს დარჩება.

არ შეშინდე ჩემო გურია!!!! - წერს ზურაბ შევარდნაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა