თეგებით ძიება

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მზად არის გურიაში ჩვილების საკვებით მომარაგება უზრუნველყოს

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მზად არის გურიაში ჩვილების საკვებით მომარაგება უზრუნველყოს. ამის შესახებ განცხადებას ასოციაცია თავად ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დასახმარებელი პირების იდენტიფიცირებისთვის, აუცილებელია, რომ მათ შესახებ ინფორმაცია შესაბამის მეილზე, ან "ფეისბუკ" გვერდზე გაიგზავნოს.

"შექმნილი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იმ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის, რომლებისთვისაც შესაძლებელია რეგიონში ვერ ხერხდება, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მიწოდება, ასოციაცია გამოხატავს მზაობას, მისი წევრი კომპანიების მხარდაჭერით, მაქსიმალურად უზრუნველყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე პროდუქციის მიწოდება.

პირთა იდენტიფიცირებისათვის, ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის ფარგლებში, მარშრუტების დაგეგმვისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მოგვწერეთ ასოციაციის სოციალურ პლატფორმაზე FACEBOOK (Messenger) ან/და ელ-ფოსტაზე [email protected]",- ნათქვამია დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა