თეგებით ძიება

რეჟიმი ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა. გამზირი პროტესტის 90-ე დღესაც გადაიკეტა - ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცა, სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიულისა - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.

“რეჟიმი, რომელიც ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში, აჭარაში, ვერაფერს აკეთებენ, ვერ მართავენ და მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ, თითქოს სამი დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები. არაფერიც, დღეს დაიწყეს, როცა ხალხის რეაქცია მოჰყვა. ტყუილად არსებობს უსაფრთხოების საბჭო, საგანგებო დეპარტამენტი, ტყუილად არიან ამდენი ძალოვნები - მხოლოდ თქვენთვის, თორემ როცა საქმე სასწრაფოა, ადამიანები არიან გადასარჩენი, დასაცავი, იქ არაფერს აკეთებენ, რადგან ეს რეჟიმია და არა ქვეყნის მმართველობა, ვეღარ მართავენ იზოლაციაში, ჩვენი ყველა პარტნიორისგან იზოლაციაში, თქვენგან იზოლაციაში და აღარ იციან, რა გააკეთონ, რა გამოიგონონ. ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცა, სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიულისა, სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ, გარდა შეურაცხყოფისა და დარბევისა. თუ რამე პოზიტიური გაგახსენდათ, რაც არჩევნების გაყალბების შემდეგ გააკეთეს, მომაწოდეთ ინფორმაცია, რადგან მე მსგავსი არაფერი მახსენდება, მხოლოდ ამ ქვეყნის დაჩაგვრა და მხოლოდ ამ ქვეყნის გადაცემა მტრისთვის - ეს არის მათი ხელწერა და ეს უნდა დავინახოთ ყველამ 25 თებერვალს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა