თეგებით ძიება

დედაჩემი სოფელ აცანაში, ყოფილ საბავშვო ბაღში მარტო დარჩა.. ჩვენ დევნილები ვართ უკრაინის ოკუპირებული ნაწილიდან - რას წერს ლუდმილა კურბატოვა.

უკრაინის ოკუპირებული ნაწილიდან დევნილი ლუდმილა კურბატოვა სპციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და დახმარებას თხოვს:

“გთხოვთ დამეხმარეთ!  დედაჩემი ახლა არის გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში. ჩვენ დევნილები ვართ უკრაინის ოკუპირებული ნაწილიდან.  დედაჩემი 80 წლისაა.  მისი სახელია ანტონინა კურბატოვა. მე, მისი ქალიშვილი, ახლა ბავშვებთან ერთად ბათუმში ვარ, ბავშვებს ვერ ვტოვებ და არც ტრანსპორტია ბათუმიდან.  სოფელ აცანაში ყოფილ საბავშვო ბაღში მარტო დარჩა.  იქ ყველა მოხუცები არიან და მასთან ვერავინ მიდის.  შუქი არ არის, წყალი გაყინულია, წამლები გაუთავდა.  ბეღელში შეშაა, მაგრამ მისასვლელი გზა არ არის, რადგან თოვლი ძალია დიდია და ვერ ახერხებს გადაადგილებას.  ღუმელი არ ინთება, რადგან ბუხარი თოვლით არის დაფარული.  ბალონში გაზი იწურება.  დენი არ არის.  ტელეფონს ამოიწურა ბატარეა.  სახლი სავსეა ბზარებით და ძალიან ცივა.   იყინება, დედაჩემი, მე კი სხვა გზა არ მაქვს, რომ მივმართო იქაურ ხალხს, სამხედროებს, მაშველებს., თუ რაიმე საშუალებაა მივიდეს ვინმე და დაეხმაროთ.  თუ შესაძლებელია, მიაწოდონ მას წამალი და საკვები.   სუსტი გული აქვს, გულზე ოპერაცია გაუკეთეს, კარდიოსტიმულატორი დაუყენეს და ახლა მკვეთრად აეწია წნევა. 

 მე მჭირდება წამლის მინიმუმ ერთი ტაბლეტი:

 - ბისოპროლოლი 2.5

 - როზუვასტატინი 20მგ

 - ფიზიოტენცი 04

 - ტრიპლექსები 10/2.5/10

 ან თუნდაც სასწრაფოდ რომ დაუწიოს წნევამ - Physiotens 04 და Bisoprolol 2.5

ღმერთმა დაიფაროს საქართველოს და მისი ყველა დიდებული მკვიდრი! გთხოვთ იქნებ დაეხმაროთ. მე უძლური ვარ ამ სიტუაციაში.

+995591039091” - წერს ლუდმილა კურბატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა