თეგებით ძიება

უკრაინა და აშშ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდნენ - Financial Times

უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ყველაზე მკაცრ მოთხოვნებზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ეს შეთანხმება გააუმჯობესებს ურთიერთობებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.

„უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კიევი ახლა მზად არის მოაწეროს ხელი შეთანხმებას საკუთარი მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, ერთობლივ ათვისებაზე მას შემდეგ, რაც აშშ-მა უარი თქვა 500 მილიარდი დოლარის პოტენციურ შემოსავალზე რესურსების განვითარებისგან“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის წყაროების ცნობით, მხარეებმა შეძლეს შეთანხმება გაცილებით მომგებიან პირობებზე. აღნიშნული შეთანხმება კი წარმოდგენილია როგორც გზა, რომელიც უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობებს გააფართოებს და კიევის სამომავლო პერსპექტივებს განამტკიცებს, განსაკუთრებით სამწლიანი ომის შემდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა