მიცვალებულის დაკრძალვა ვერ ხერხდება უამინდობის და ზვავის ჩამოწოლის გამო - სოფელი მეწიეთიდან მოქალაქე დახმარებას ითხოვს
ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც დიდთოვლობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლიზა ჭარმაკაძისგან მიიღო.
„მოგესალმებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. თქვენი დახმარება გვჭირდება. იქნებ თქვენს გვერდზე განათავსოთ ეს პოსტი, ჩოხატაურის სოფელ მეწიეთში ივანე ლომთათიძის ოჯახში არის გარდაცვლილი, ივანეს დედა, რომლის დაკრძალვა ვერ ხერხდება უამინდობის და ზვავის ჩამოწოლის გამო. მიცვალებული 7დღეა ყავთ სახლში იქნებ დაეხმაროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი და მოხდეს ქალბატონის დაკრძალვა. პატივისცემით ლიზა ჭარმაკაძე
599303260“ - ვკითხულობთ წერილში.
იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამისი სამსახურები მომხდარით დაინტერესდებიან და ლომთათიძეების ოჯახს დროულ დახმარებას გაუწევენ.