თეგებით ძიება

მსოფლიო ვალი რეკორდულ დონემდე გაიზარდა - როგორია სტატისტიკა

გლობალურმა ვალმა 2024 წელს, დაახლოებით, 7 ტრლნ დოლარით მოიმატა და 318 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული წლიური მაჩვენებელია და ფინანსურ ბაზრებზე სიფრთხილის მიზეზია.

ამის შესახებ Bloomberg საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის (IIF) მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ასევე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთლიანი ვალი, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის წილი პირველად გაიზარდა, რისი მიზეზიც ეკონომიკური ზრდის შენელებაა.

IIF-ის პროგნოზით, წელს სესხების დონე, განსაკუთრებით, აშშ-ში, საფრანგეთში, ჩინეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში მაღალი დარჩება.

ინსტიტუტის შეფასებით, მზარდი ვალის ტვირთი მთავრობებს უნდა მიანიშნებდეს, რომ უფრთხილდნენ ინვესტორებს, რომლებიც საპროცენტო განაკვეთებს ზრდიან და ამით პოლიტიკოსებს აიძულებენ, ბიუჯეტის დეფიციტი და დავალიანება შეზღუდონ.

2023 წელს გლობალური ვალი, 2024 წელთან შედარებით, 2-ჯერ და უფრო მეტად, 16 ტრლნ დოლარით გაიზარდა. წელს IIF მთლიანი სესხების ნელ ტემპს პროგნოზირებს.

ცნობისთვის: აშშ-ის ბიზნესის ვადაგადაცილებული საბანკო სესხების დონემ 2017 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. 2024 წლის ბოლოსთვის კომპანიების ვადაგადაცილებულმა სესხებმა 28 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 5.4 მლრდ დოლარით მეტია.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა