„112 აგზავნის მესიჯებს და რა? ეს იგივეა, მოვიდეს მესიჯი, რომ არის საჰაერო განგაში და ქვეყანას არ ჰქონდეს თავშესაფარი“ - ირაკლი როსტომაშვილი
აუცილებელია მოსახლეობის წინასწარ მომზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამა თუ იმ სიტუაციაში.
ყველა ქვეყანაში არის საშიშროების ხარისხის ნუმერაცია ან ფერებით აღნიშვნა. მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში საინფორმაციო საშუალებები გადმოცემენ განგაშის „ფერს“- ეს საკმარისია იმისთვის, ავტომატურ რეჟიმში, თუ როგორ უნდა იმოქმედოს: მოსახლეობამ, პოლიციამ, ჯარმა, საავადმყოფოებმა, მოხალისეებმა, სასწავლო დაწესებულებებმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ა.შ. მერე კი არ ხდება თოვლმავალის შეძენა (თუნდაც დაჩქარებული ტენდერით).
ამისათვის საჭიროა მუდმივი მზადება, თანაც ამის დაწყება ბევრად ადრეა აუცილებელი!
112 აგზავნის მესიჯებს... და რა? რა უნდა გააკეთო მესიჯს რომ მიიღებ?
ეს იგივეა, მოვიდეს მესიჯი რომ არის საჰაერო განგაში, და ქვეყანას არ ქონდეს თავშესაფარი ბუნკერები... - წერს ირაკლი როსტომაშვილი.