თეგებით ძიება

იმერეთში ყოველი მე-5 მოქალაქე სოციალურად გაჭირვებულია, ყოველი მესამე - პენსიას იღებს

იმერეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში მოსახლეობა 44%-ით შემცირდა. თუ მაგალითად, 1994 წელს რეგიონში 786.4 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის ბოლო მონაცემებით, რიცხოვნობა 442.3 ათასამდეა შემცირებული.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-ს შეადგენს. მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 12% იმერეთის რეგიონში ცხოვრობს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები აჩვენებს, რომ იმერეთში საარსებო შემწეობას 83 937 პირი იღებს, საიდანაც 35 200 მოქალაქე დასაქმების პროგრამაშია ჩართული. მონაცემები აჩვენებს, რომ იმერეთში ყოველი მე-5 მოქალაქე სოციალურად გაჭირვებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა