თეგებით ძიება

„მრუდე სახლი“ - ადგილი, რომელიც ადამიანებს იზიდავს

თანამედროვე მსოფლიო საოცრებებით სავსეა, თუმცა „მრუდე სახლი“, რომელიც პოლონეთის საკურორტო ქალაქ სოპოტში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

ეს უჩვეულო შენობა რვა წლის წინ აშენდა. მისი შექმნის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ამ სახლს გვერდით რომ ჩაუვლით, შეუძლებელია, არ გაგეღიმოთ -  განსაკუთრებული არქიტექტურის გამო, სახლის ნაწილები თითქოს ჰაერშია გამოკიდებული. სწორედ ამიტომ, „მრუდე სახლი“ მსოფლიოს ყველაზე უცნაური და საინტერესო შენობების სიაშია შეიტანეს, თუმცა მისი მთავარი მიზანი ადამიანებისთვის სიხარულისა და პოზიტიური განწყობის შექმნაა.

„მრუდე სახლი“ ხშირად ცნობილ ადამიანებს მასპინძლობს, რომლებიც, სახლის ერთ-ერთ კედელზე ავტოგრაფებს ტოვებენ. ეს შენობას კიდევ მეტ პოპულარობას მატებს, რადგან უამრავი ადამიანი ამ ადგილზე სწორედ თავისი კერპის ავტოგრაფის სანახავად მოდის.

ამ უჩვეულო ნაგებობის გარშემო ყოველთვის ხალხმრავლობაა, რადგან ის სავაჭრო ცენტრის ნაწილს წარმოადგენს. აქ განთავსებულია ოფისები, მაღაზიები და კაფეები. თუმცა, უმეტესობა მაინც „მრუდე სახლის“ უჩვეულო არქიტექტურის სანახავად მოდის. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა