მე ვთქვი, რომ ზელენსკი დიქტატორია? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი - ტრამპი
“მე ვთქვი ეგ? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი”, - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს კითხვაზე, კიდევ სჯერა თუ არა, რომ ზელენსკი “დიქტატორია”?
შეგახსენებთ, თეთრ სახლში შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობენ.
ცნობისთვის, პლატფორმა Truth Social-ზე 19 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც “არჩევნების გარეშე დიქტატორი” მოიხსენია.