თეგებით ძიება

"დაუჯერებელი სისასტიკე" - იუტას უდაბნოში, მცხუნვარე მზის ქვეშ, წყლისა და საკვების გარეშე, გალიაში გამოკეტილი ძაღლები იპოვეს

იუ­ტას უდაბ­ნო­ში, გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში, გა­ლი­ა­ში გა­მო­კე­ტი­ლი ორი ძაღ­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ლი­ით უდაბ­ნო­ში ისი­ნი პატ­რონ­მა და­ტო­ვა. ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ძაღ­ლე­ბის პატ­რო­ნებს სის­ხლის სა­მარ­თლის ბრალ­დე­ბა უნდა წა­რედ­გი­ნოთ.

ძაღ­ლე­ბი პო­ლი­ცი­ამ გა­სულ კვი­რას იპო­ვა. ისი­ნი მცხუნ­ვა­რე მზის ქვეშ, საკ­ვე­ბი­სა და წყლის გა­რე­შე, გა­ლი­ა­ში იყ­ვნენ გა­მო­კე­ტი­ლე­ბი.

პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ძაღ­ლე­ბი ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მათ შე­სა­ხებ კი ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სწო­რედ თავ­შე­სა­ფარ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ისი­ნი ამ­ჟა­მად თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

პო­ლი­ცი­ამ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა ცხო­ველ­თა მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი სი­სას­ტი­კის პო­ტენ­ცი­უ­რი საქ­მის ფარ­გლებ­ში და­ი­წყო.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა