თეგებით ძიება
28. 02. 2025 ვიდეო

რა შეიცვალა იპოთეკური სესხის აღების წესში? - რას ამბობს ფინანსისტი? (ვიდეო)

2 დღის წინ შესაბამის ორგანოებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც იპოთეკური სესხის აღების წესი იცვლება.

რას ითვალისწინებს ახალი პროცედურა, რა რისკები შეიძლება წარმოიშვას და რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილება უძრავი ქონების ბაზარზე? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეკონომისტმა,  ფინანსისტმა ოთარ ანგურიძემ ისაუბრა:

"2 დღის წინ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ჩვენი მოსახლეობისთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ყურადსაღები.

პირველი - მონეტარული პოლიტიკის ნაკვეთი დარჩა უცვლელი, 8% -ის ფარგლებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი არ ელოდება გაუარესებას, ინფლაციას და ა.შ. 

მეორე - აქამდე არსებული რეგულაციით პირი, რომელიც დაინტერესებული იყო იპოთეკური სესხით, მას უწევდა 15% წინასწარი შენატანი გაეკეთებინა. დღევანდელი მოცემულობით კი მსესხებელს მოუწევს შეიტანოს 10%“, - ამბობს ოთარ ანგურიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა