თეგებით ძიება

Skype არსებობას წყვეტს

უფასო საკომუნიკაციო პროგრამა Skype თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, 2025 წლის მაისის თვეში ოფიციალურად გაითიშება.

"Skype-ის პროგრამული უზრუნველყოფა მაისის თვიდან აღარ იქნება ხელმისაწვდომი". - წერია Microsoft-ის პოსტში, რომელიც კომპანიამ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრვცელა.

Skype-ის პროგრამული უზრუნველყოფა 2003 წელს, ესტონეთში შეიქმნა - პროგრამამ მომხმარებლებს საშუალება მისცა 2000-იანი წლების დასაწყისში სრულიად უფასოდ დაემყარებინათ ტექსტობრივი თუ აუდიო კომუნიკაცია მსოფლიოს მასშტაბით.  

2011 წლის 10 მაისს, Skype-ის პროექტი კომპანია Microsoft-მა, 8.5 მილიონ დოლარად შეიძინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა