თბილისის აეროპორტი მგზავრებს დაატოვებინეს - არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია გამოცხადდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში მყოფ მგზავრებს ტერიტორია დაატოვებინეს.
„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ერთ-ერთმა მგზავრმა მათ უთხრა, რომ ევაკუაციის შესახებ აეროპორტის ტერიტორიაზე ხმოვანი შეტყობინებით გამოაცხადეს, თანამშრომლებმა კი მგზავრები გარეთ გაიყვანეს. ამ ეტაპზე ევაკუაციის მიზეზი უცნობია.